ხელშეკრულება

ხელშეკრულება

YOUR INTERNET EXPLORER IS NO LONGER SUPPORTED

You are using an old version of .
To improve your experience using our website, we strongly recommend to update your browser to its latest version or download one of the following browsers:

Google Chrome (recommended): Download here
Mozilla Firefox: Download here
Microsoft Edge: Only available with Windows 10
Microsoft Internet Explorer (IE9+): Only available with Windows Vista and upwards

ხელშეკრულება
  • სიახლე/ცვლილება
  • გენერალური
  • მოკლევადიანი სესხი
  • გრძელვადიანი სესხი
* შემოთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად,ხელშეკრულება კი შეცვლილად, თუ მსესხებელი არ ისარგებლებს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის უფლებით ცვლილების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში.

გენერალური ხელშეკრულება

  1. ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინების განმარტება
    1. გამსესხებელი - შპს „ქრიმ ფინანს ჯეორჯია“, რომელიც ოპერირებს მისი ბრენდით „კრედიტონი“.
    2. გამსესხებლის ვებ-გვერდი - crediton.ge.
    3. გამსესხებლის ცხელი ხაზი: +99532 292 05 05.
    4. აპლიკანტი - ფიზიკური პირი, რომელიც გამსესხებლისგან სესხის მიღების ნებას გამოთქვამს გამსესხებლის ვებ-გვერდის საშუალებით ან/და გამსესხებლის წარმომადგენელთან/დასაქმებულთან კომუნიკაციის დროს (მათ შორის ტელეფონით) და გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას დაამუშავოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად.
    5. მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელზეც გამსესხებელი გასცემს სესხს.
    6. სესხის განაცხადი - გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებული ფორმა, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად შეიცავს მითითებას სესხის ოდენობისა და ვადის შესახებ. სესხის განაცხადის შევსება და დადასტურება წარმოადგენს აპლიკანტის/მსესხებლის მიერ გამსესხებლის მიმართ გაკეთებულ შეთავაზებას (ოფერტს) ამ ხელშეკრულების დადებისა და სესხის მიღების შესახებ, რომლითაც აპლიკანტი/მსესხებელი ადასტურებს, რომ დეტალურად გაეცნო ამ ხელშეკრულების ტექსტს და ეთანხმება მის ყველა დებულებას, რაც უთანაბრდება აპლიკანტის/მსესხებლის ხელმოწერას და აპლიკანტი/მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით.
    7. სესხის ხელშეკრულება - გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ელექტრონული,წერილობითიან სხვა ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მოიცავს სესხის პირობებს. სესხის ხელშეკრულების დადების ნება მსესხებელმა უნდა გამოავლინოს გამსესხებლის ვებ-გვერდის მეშვეობით ან გამსესხებლის წარმომადგენელთან/დასაქმებულთან კომუნიკაციისას (მათ შორის ტელეფონით) და დადებულად ჩაითვლება გამსესხებლის მიერ საპასუხო ნების გამოვლენის შემდეგ.
    8. სესხის შეთავაზება - გამსესხებლის მიერ სესხისა და მისი გაცემის პირობების საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსება, რაც წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე და არ წარმოშობს გამსესხებლის ვალდებულებას დადოს სესხის ხელშეკრულება ან/და გასცეს სესხი.
    9. ოფერტი- აპლიკანტისმიერ სესხის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება, რომ აპლიკანტი გაეცნო და დაეთანხმა ამ ხელშეკრულების პირობებს, გამოთქვა სესხის განაცხადში აღნიშნული პირობებით სესხის მიღების ნება და თანხმობა განაცხადა მისი პერსონალური ინფორმაციის/მონაცემების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შსს მომსახურების სააგენტოს, სს „კრედიტინფო საქართველოს“ და სხვა პირების მონაცემთა ბაზებში გადამოწმებაზე.
    10. აქცეპტი - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება აპლიკანტის/მსესხებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით და ასევე აპლიკანტის/მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე სესხის დამტკიცების შესახებ ინფორმაციისგაგზავნით.
    11. სესხის ვადა - გამსესხებლის ვებ-გვერდზე მითითებული სტანდარტული ვადებიდან ერთ-ერთი, რომელიც მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსებისას მოცემულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე და მსესხებლის მიერ მისი არჩევის შემდეგ აისახება სესხის ხელშეკრულებაში.
    12. სესხის თანხა - თანხა, რომელსაც გამსესხებელი გადასცემს მსესხებელს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე და რომელიც მსესხებელმა გამსესხებელს უნდა დაუბრუნოს გენერალური ხელშეკრულებით და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
    13. გადახდის თარიღი - დღე, როდესაც მსესხებელს წარმოეშობა გამსესხებლისთვის სესხის დაბრუნების/თანხის გადახდის ვალდებულება, რომელიც მოცემულია სესხის ხელშეკრულებაში.
    14. საკომისიო (პროცენტი) - სარგებელი, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომელიც მსესხებელმა გამსესხებელს უნდა გადაუხადოს სესხის თანხის დაბრუნებასთან ერთად გენერალური ხელშეკრულებით და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
    15. გადაუხდელი საკომისიო - სარგებელი, რომლის გადახდის ვალდებულებაც მსესხებელს ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას აქციის ფარგლებში მიღებული აქვს სესხი საკომისიოს გარეშე (უპროცენტო სესხი) და ამასთან დარღვეული აქვს გადახდის პირობები(გადაუხდელი საკომისიოს დარიცხვა მოხდება ვადაგადაცილების 30-ე დღეს).
    16. პირგასამტეხლო - გამსესხებლის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის ვალდებულების ჯეროვნად/დროულად შესრულების უზრუნველსაყოფად და მსესხებელს დაეკისრება სესხის დაბრუნების/თანხის გადახდის ვადის გადაცილების ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. მსესხებელი აცნობიერებს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვის შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს დარიცხული თანხის კორექტირება დამრგვალებით (სტანდარტული მათემატიკური პრინციპით 0,5-მდე), რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას ამ ხელშეკრულების დადებით.
    17. ჯარიმა - გადასახდელი, რომელიც მსესხებელს დაეკისრება გამსესხებლისთვის სესხის დაბრუნების/თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით და წესით.
    18. სესხის გადავადება - გამსესხებლის თანხმობით სესხის ვადის გაგრძელება მსესხებლის მიერ სესხის გადავადების საკომისიოს გადახდის შემდეგ.
    19. სესხის გადავადების საკომისიო - გადასახდელი, რომელსაც მსესხებელი გამსესხებელს უხდის პირგასამტეხლოს დაკისრების გარეშე სესხის გადავადებისთვის.
    20. დავალიანება - მსესხებლის მიერ გამსესხებლისთვის გადასახდელი თანხა, რომელიც მოიცავს სესხის თანხას, საკომისიოს (პროცენტს), პირგასამტეხლოს, ჯარიმას, საპროცესო ხარჯებს, აღსრულების საფასურს, გამარტივებული წარმოების საფასურს და სხვა გადასახდელებს/ხარჯებს.
    21. გამსესხებლის საბანკო ანგარიში - გამსესხებლის საანგარიშსწორებო ანგარიში, რომელიც მითითებულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე.
    22. მსესხებლის საბანკო ანგარიში - მსესხებლის საანგარიშსწორებო ანგარიში, რომლიდანაც განხორციელდება გადახდა იდენტიფიკაციის მიზნით და რომელზეც გადაირიცხება სესხის თანხა.
    23. ვირტუალური (ელექტრონული) საფულე - გამსესხებლის კონტრაჰენტი მესამე პირის ანგარიშსწორების ერთიანი სისტემა, რომლით სარგებლობაც მსესხებელს შეუძლია სესხის თანხის ნებისმიერი საშუალებით ასათვისებლად/გამოსაყენებლად.
    24. სალაროში თანხის განაღდება - მსესხებლის მიერ სესხის თანხის განაღდება გამსესხებლის პარტნიორი ელექტრონული ფულადი ანგარიშსწორების განმახორციელებელი კომპანიის სალაროში.
    25. სესხის კოდი - მსესხებლის მიერ მიღებული სესხისთვის გამსესხებლის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც მითითებულია სესხის ხელშეკრულებაში და რომელიც ძირითადად გამოიყენება მსესხებლის მიერ განხორციელებული გადახდების იდენტიფიცირებისთვის.
    26. კლიენტის ზონა - გამსესხებლის ვებ-გვერდზე აპლიკანტისთვის/მსესხებლისთვის განკუთვნილი სივრცე, რომელშიც ინახება აპლიკანტის/მსესხებლის პერსონალური მონაცემები და ინფორმაცია მის მიერ მიღებული სესხებისა და განხორციელებული გადახდების შესახებ. კლიენტის ზონიდან შესაძლებელია სესხის გადავადება და ახალი სესხის მიღება.
    27. ინსტანტორი - გამსესხებლისგან დამოუკიდებელი კომპანია „ინსტანტორი AB“, რომელიც გამსესხებელს აწვდის აპლიკანტის/მსესხებლის იდენტიფიკაციის სერვისს. ინსტანტორის სერვისით სარგებლობის წესები განთავსებულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე. აპლიკანტის/მსესხებლის მიერ თახმობის ველის მონიშვნა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გაეცნო და ეთანხმება ინსტანტორის სერვისით სარგებლობის პირობებს.

 

  1. სესხის განაცხადი და სესხის გაცემა
    1. სესხისგანაცხადის შევსებით აპლიკანტი/მსესხებელი ადასტურებს,რომ:
      1. ის არის ქმედუნარიანი ფიზიკური პირი 21-დან 65 წლამდე;
      2. არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ;
      3. არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარის, ძალადობის ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის არსს, ხელშეკრულების დებულებათა შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
      4. აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
      5. არ აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებები გამსესხებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ.
      6. არ არის დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
      7. არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია და არ არსებობს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის გადახდისუნარიანობაზე;
      8. მის არც ერთ ანგარიშზე არ არის წარდგენილი საინკასო დავალება ან/და ყადაღის დადების აქტი;
      9. დეტალურად გაეცნო გენერალური ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია;
      10. მის მიერ გამსესხებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები) არის ზუსტი და უტყუარი.
    2. სესხის მისაღებად აპლიკანტი/მსესხებელი ირჩევს ორი მეთოდიდან ერთ-ერთს:
      1. გამსესხებლის ვებ-გვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს (რომელშიც უთითებს სასურველ თანხას, ვადასდა სხვა მონაცემებს) და გენერალური ხელშეკრულებისა და სესხის ხელშეკრულების ტექსტების წაკითხვის შემდეგ მონიშნავს ველს „ვადასტურებ, რომ გავეცანი შპს „ქრიმ ფინანს ჯეორჯიასთან“ დასადებ გენერალურ ხელშეკრულებას და სესხის ხელშეკრულებას და ვეთანხმები მათ“, რითაც ის გამსესხებელთან დებს გენერალურ ხელშეკრულებას და გამსესხებელს სთავაზობს სესხის ხელშეკრულებაში აღწერილი პირობებით სესხის ხელშეკრულების დადებას;
      2. გამსესხებლის წარმომადგენელთან/დასაქმებულთან კომუნიკაციისას (მათ შორის ტელეფონით) ეცნობა სესხის პირობებს და გამსესხებელს სთავაზობს სესხის ხელშეკრულებაში აღწერილი პირობებით სესხის ხელშეკრულების დადებას (იმ შემთხვევაში, თუ უკვე დადებულია გენერალური ხელშეკრულება).
    3. აპლიკანტის/მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსების და დადასტურების შემდეგ გამსესხებელი განიხილავს სესხის გაცემის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის ან სესხის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
    4. როგორც სესხის განაცხადის განხილვის, ისე სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან/და სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ გამსესხებელი უფლებამოსილია უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს.
    5. გამსესხებელი არ არის ვალდებული განმარტოს სესხისგაცემაზე უარის თქმის მიზეზ(ებ)ი.
    6. აპლიკანტის/მსესხებლის იდენტიფიკაციისათვის მის მიერ ინსტანტორის ოფციის არჩევის შემთხვევაში, აპლიკანტი/მსესხებელი უთითებს საკუთარი ინტერნეტ-ბანკის მონაცემებს (მომხმარებლის სახელს და პაროლს), რის შემდეგაც გამსესხებელი ახდენს აპლიკანტის/მსესხებლის იდენტიფიკაციას და მონაცემთა ვერიფიკაციას. გამსესხებელს შეუძლია გამოიყენოს ამ ფორმით მიღებული ინფორმაცია (მათ შორის ინფორმაცია აპლიკანტის/მსესხებლის საბანკო ანგარიშების შესახებ) ნებისმიერი მიზნით, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. იდენტიფიკაციის ამ მეთოდის არჩევისას, აპლიკანტი/მსესხებელიგამსესხებლის ვებ-გვერდზე სპეციალური ველის მონიშვნით ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ინსტანტორის გამოყენების წესს, პირობებსა და ინსტანტორის ხელშეკრულებას, რომელიც აგრევე განთავსებულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე.
    7. სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამსესხებელი მსესხებლის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და მსესხებლის მიერ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე აგზავნის შეტყობინებას სესხის დამტკიცების შესახებ სესხის ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც დადებულად ითვლება გამსესხებლის მიერ მოკლე ტექსტურიშეტყობინების გაგზავნის მომენტიდან. სესხი გაიცემა მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.
    8. სესხი გაცემულად ითვლება:
      1. მსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შემთხვევაში - გამსესხებლის მიერ სესხის თანხის გადარიცხვის მომენტიდან (გრძელვადიანი სესხი გაიცემა მხოლოდ ამ მეთოდით);
      2. ელექტრონული (ვირტუალური) საფულის გამოყენების შემთხვევაში - სესხის თანხის მსესხებლის მიერ განაღდების ან საფულიდან გადარიცხვის მომენტიდან;
      3. მსესხებლის მიერ გამსესხებლის პარტნიორი ელექტრონული ფულადი ანგარიშსწორების განმახორციელებელი კომპანიების სალაროებში თანხის განაღდებისმომენტიდან;
      4. ID ბარათით გამსესხებლის პარტნიორი ბანკის ბანკომატიდან თანხის გატანის მომენტიდან.
    9. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ მიიღებს სესხის თანხას მისი დამტკიცებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში სესხის ხელშეკრულება გაუქმდება და მსესხებელი ვეღარ შეძლებს სესხის მიღებას ახალი განაცხადის შევსებისა და ახალი სესხის ხელშეკრულების დადების გარეშე. ეს წესი არ იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხა ჩაირიცხება ანგარიშზე რომელიც გაუქმებულია, ადევს ყადაღა ან რომელზეც წარდგენილია საინკასო დავალება(ამ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იქნება შეასრულოს სესხის ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები).
    10. მსესხებელს უფლება აქვს გამოიყენოს სესხი ნებისმიერი კანონიერი მიზნით.
    11. გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეამციროს საკომისიოს (პროცენტის) ოდენობა აქციის ან/და სხვაგვარი სარეკლამო აქტივობის ფარგლებში. ამ შემთხვევაში საკომისიოს (პროცენტის) ცვლილება არ საჭიროებს მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებას ან/და წინასწარ შეტყობინებას.
    12. მსესხებელი ვალდებულია ყურადღებით და დეტალურად გაეცნოს სესხის ხელშეკრულების ტექსტს (მათ შორის, ვადებს, თანხებს და სხვა პირობებს) და მხოლოდ ამის შემდეგ დაეთანხმოს მის დადებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მსესხებელს სრულად ექნება გაცნობიერებული ის ვალდებულებები, რომლებსაც ის იკისრებს და ის პასუხისმგებლობა, რომელიც შესაძლოა მას დაეკისროს სესხის ხელშეკრულების დადების ნების გამოვლენით ან/და სესხის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო.
    13. მსესხებელი თანახმაა და აცნობიერებს, რომ მისი ნება, რომელიც გამოვლენილი იქნება ელექტრონული/სატელეფონო საშუალებების მეშვეობით, შეესაბამება გარიგების წერილობით ფორმას,აქვს იგივე ძალა და სამართლებრივი ეფექტი, როგორიც წერილობით დოკუმენტს და შესაძლებელია მისი გამოყენება მტკიცებულებად.

 

  1. გადახდისპირობები
    1. სესხის თანხა და საკომისიო (პროცენტი) მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ამ ხელშეკრულებით და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
    2. იმ შემთხვევაში, თუ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გახადის დღე ემთხვევა უქმე დღეს მსესხებელმა თანხა უნდა გადაიხადოს მომდევნო სამუშაო დღეს.
    3. გადახდა უნდა განხორციელდეს გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის/ჩარიცხვის გზით შესაბამისი დანიშნულების (მსესხებლის სახელის, გვარის, პირადი ნომრისა და სესხის კოდის) მითითებით.
    4. მსესხებლის ფულადი ვალდებულებები შესრულებულად ჩაითვლება გადასახდელი თანხის გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე სრულად შეტანის/ჩარიცხვის (ასახვის) მომენტიდან.
    5. გადახდა უნდა განხორციელდეს სესხის თანხის ვალუტაში. სხვა ვალუტაში თანხის შეტანის/ჩარიცხვის შემთხვევაში მსესხებლის ვალდებულება გამსესხებლის წინაშე შესრულებულად არ ჩაითვლება, ხოლო სხვა ვალუტაში ჩარიცხული თანხა უკან დაუბრუნდება მსესხებელს თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო ხარჯების გამოკლებით მას შემდეგ, რაც მსესხებელი სრულად დაფარავს საკუთარ დავალიანებას.
    6. იმ შემთხვევაში, თუ გამსესხებელი მიიღებს გადახდას, რომლის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია (ანუ დანიშნულება არასრულყოფილია) მსესხებლის ვალდებულება არ ჩაითვლება შესრულებულად გადახდის იდენტიფიცირების მომენტამდე და გამსესხებელს უფლება ექნება მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო ან/და ჯარიმა ამ ხელშეკრულებისა და სესხის ხელშეკრულების შესაბამისად.
    7. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხ(ებ)ით მსესხებლის დავალიანება დაიფარება შემდეგი რიგითობით: პირველ რიგში - ჯარიმა, მეორე რიგში - პირგასამტეხლო, მესამე რიგში - გადაუხდელი საკომისიო, მეოთხე რიგში - საკომისიო (პროცენტი), მეხუთე რიგში - სესხის გადავადების საკომისიო, მეექვსე რიგში - სესხის თანხა, მეშვიდე რიგში - საპროცესო ხარჯები/აღსრულების საფასური/გამარტივებული წარმოების საფასური/დავალიანების ამოღებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები.
    8. იმ შემთხვევაში, თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ იქნება დავალიანების სრულად დასაფარავად, შეუსრულებელ ნაწილში გაგრძელდება პირგასამტელო(ები)სა და ჯარიმ(ებ)ის დარიცხვა.
    9. მსესხებლისთვის ცნობილია სესხისთვის დასარიცხავი საკომისიოს (პროცენტის), პირგასამტეხლო(ები) სდაჯარიმ(ებ)ის ოდენობა, ეთანხმება მათ და აცხადებს, რომ ისინი არ არის შეუსაბამოდ მაღალი გამსესხებლისგან სესხის მიღებით ნაკისრ ვალდებულებასთან მიმართებით.
    10. სესხი დაფარულად ჩაითვლება გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს (პროცენტის), ჯარიმის, გადასახდელი საკომისიოსა და ასანაზღაურებელი ხარჯების (საპროცესო ხარჯები/აღსრულების საფასური/გამარტივებული წარმოების საფასური/დავალიანების ამოღებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები) შესაბამისი თანხის სრულად ჩარიცხვის შემთხვევაში. თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ითვლება ვალდებულების შესრულებად და შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლო(ები)სა და ჯარიმ(ებ)ის დარიცხვა.
    11. მსესხებელი უფლებამოსილია სესხი სრულად დაფაროს ვადაზე ადრე. ამ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იქნება გადაიხადოს სესხის თანხა სრულად და საკომისიო (პროცენტი) იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ის გადასახდელი იქნებოდა სესხის ვადის ბოლო დღისთვის (ონლაინ სესხის შემთხვევაში) ან გადაიხადოს სესხის თანხა სრულად და საკომისიო (პროცენტი), რომლის გამოანგარიშება/დარიცხვა მოხდება სესხით ფაქტობრივად სარგებლობის პერიოდის გათვალისწინებით (გრძელვადიანი სესხის შემთხვევაში).
    12. მსესხებელი არ არის ვალდებული აცნობოს გამსესხებელს სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შესახებ. ვადაზე ადრე მსესხებლის მიერ სრულყოფილად განხორციელებული გადახდა ადასტურებს მსესხებლის სურვილს, სესხი სრულად დაფაროს ვადაზე ადრე.

 

  1. სესხის გადავადება
    1. მსესხებელს აქვს სესხის ვადის გაგრძელების ანუ სესხის გადავადების შეთავაზების უფლება, ხოლო გამსესხებელს აქვს შესაბამისი უფლება მიიღოს ან უარყოს მსესხებლის აღნიშნული შეთავაზება.
    2. სესხის გადავადება შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობით (ონლაინ სესხის შემთხევაში) ან მხოლოდ ერთი გადახდის და მაქსიმუმ ერთი თვით (გრძელვადიანი სესხის შემთხვევაში).
    3. სესხის გადავადების სურვილი მსესხებელმა უნდა დააფიქსიროს გამსესხებლის ვებ-გვერდის მეშვეობით ან გამსესხებლის წარმომადგენელთან/დასაქმებულთან კომუნიკაციის დროს (მათ შორის ტელეფონით).
    4. სესხის გადავადებისთვის გამსესხებელი ვალდებულია გამსხებლის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით გადაიხადოს სესხის გადავადების საკომისიო, რომლის ოდენობაც მითითებულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე.
    5. სესხის გადავადების საკომისიოს გადახდისას მსესხებელი ვალდებულია მიუთითოს გადახდის დანიშნულება (მსესხებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სესხის კოდი).
    6. სესხის გადავადების საკომისიოს გადახდის შემდეგ გამსესხებელი მსესხებელს გაუგზავნის შეტყობინებას სესხის გადავადების ან სესხის გადავადებაზე უარის თქმის შესახებ.
    7. გამსესხებელი არ არის ვალდებული განმარტოს თავისი გადაწყვეტილება სესხის გადავადებაზე უარის თქმის შესახებ.
    8. სესხის გადავადებაზე უარის თქმის შემთხვევაში სესხის გადავადების საკომისიო მსესხებელს არ დაუბრუნდება და ჩაეთვლება გამსესხებლის წინაშე არსებული დავალიანების იმ ნაწილში, რომელშიც გამსესხებელი მიიჩნევს მიზანშეწონილად.
    9. სესხის გადავადების შემთხვევაში შედგება შესაბამისი შეთანხმება სესხის გადავადების შესახებ, რომელიც მსესხებელს გაეგზავნება ელექტრონული ფოსტის მეშვობით და რომელიც დადებულად ჩაითვლება მისი გაგზავნის მომენტიდან.
    10. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი დაარღვევს მის მიერ ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას, გამსესხებელთან დადებული რომელიმე ხელშეკრულების რომელიმე პირობას ან/და გადააცილებს გადახდის ვადას, გამსესხებელს უფლება ექნება სამართავად გადასცეს/გადაანდოს აქტივი (მსესხებლის მიმართ მოთხოვნა) სხვა პირს, რომელსაც ექნება სრული უფლებამოსილება მოსთხოვოს მსესხებელს ამ ხელშეკრულებით და სესხის ხელშეკრულებ(ებ)ით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, სესხის თანხა, საკომისიო (პროცენტი), პირგასამტეხლო, ჯარიმა და სხვა ხარჯი, რომელიც აუცილებელი იქნება მსესხებლის დავალიანების დასაფარავად. აქტივის (მსესხებლის მიმართ მოთხოვნის) სხვა პირისთვის სამართავად გადაცემის/გადანდობის შემთხვევაში მსესხებელი ვერ შეძლებს სესხის გადავადებას.

 

  1. სხვასესხის მიღება
    1. მსესხებელს უფლება აქვს გამსესხებლისგან მიიღოს გამსესხებლის ვებ-გვერდზე მოცემული სხვა (ახალი) სესხი მას შემდეგ, რაც სრულად დაფარავს მიმდინარე სესხს, რაც ნიშნავს იმას, რომ მსესხებელი ვერ მიმიღებს ახალ სესხს ძველი სესხის დაფარვამდე.
    2. ახალი სესხის განაცხადის შევსებით მსესხებელი ეთანხმება სესხის განაცხადის შევსების დღეს გამსესხებლის ვებ-გვერდზე არსებულ პირობებს და აცნობიერებს, რომ ამის შემდეგ მიღებულ ყველა სესხზე გავრცელდება ამ ხელშეკრულების მოქმედება.
    3. შესაძლებელია ახალი გრძელვადიანი სესხით არსებული ონლაინ სესხის დაფარვა.

 

  1. მხარეთა პასუხისმგებლობა
    1. ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის მხარეების პასუხის აგებენ ამ ხელშეკრულების, სესხის ხელშეკრულების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
    2. ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში მსესხებელს დაეკისრება პირგასამტეხლოების, ჯარიმების, გადაუხდელი საკომისიოს და სხვა გადასახდელების გადახდა ამ ხელშეკრულებისა და სესხის ხელშეკრულების შესაბამისად. მსესხებელს ასევე დაეკისრება გამსესხებლისთვის მიყენებული ზიანისა და გამსესხებლის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურება. თანხის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა აითვლება გადახდის თარიღიდან.
    3. პირგასამტეხლოების, ჯარიმების, გადაუხდელი საკომისიოსა და სხვა გადასახდელების გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მოვალეობისგან.
    4. გამსესხებელს უფლება აქვს, მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე ცალმხრივად შეაჩეროს პირგასამტეხლო(ებ)ის, ჯარიმ(ებ)ის, გადაუხდელი საკომისიოს ან/და სხვა გადასახდელების დარიცხვა.
    5. ამ ხელშეკრულებით და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოების, ჯარიმების, გადაუხდელი საკომისიოს და სხვა გადასახდელების დაკისრება გამსესხებლის უფლებაა და მას არ აქვს ცალსახა ვალდებულება ამ ხელშეკრულებით ან/და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის ან/და პირობ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში დააკისროს მსესხებელს პირგასამტეხლოს, ჯარიმის, გადაუხდელი საკომისიოს ან/და სხვა გადასახდელის გადახდა. ამ ხელშეკრულებით ან/და სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ჯარიმა, გადაუხდელი საკომისიო ან/და სხვა გადასახდელი გადახდას დაექვემდებარება იმ შემთხვევაში თუ, გამსესხებელი უარს არ იტყვის მისი გადახდის მოთხოვნის უფლებაზე. პირგასამტეხლოს, ჯარიმის, გადაუხდელი საკომისიოს ან/და სხვა გადასახდელის გადახდა მსესხებელს არ ათავისუფლებს ძირითადი ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მოვალეობისგან ან/და ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
    6. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, თუ ეს გარემოებები გამოწვეულია დაუძლეველი (გადაულახავი) ძალის პირდაპირი ზემოქმედებით, კერძოდ: წყალდიდობით, მიწისძვრით, ხანძრით, გაფიცვით, სამხედრო მოქმედებით, ბლოკადით, სახელმწიფო ორგანოების აქტით ან ქმედებით და სხვა გარემოებით, რომელიც შეუძლებელს ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას (ფორს-მაჟორული გარემოებები). ფორს-მაჟორული გარემოების დადგომისას/დასრულებისას მხარეები ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ ამის შესახებ მეორე მხარეს. მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების ლიკვიდაციამდე. ფორს-მაჟორული გარემოების არსებობა მსესხებელმა უნდა დაადასტუროს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ფორს-მაჟორულმა გარემოებამ უშუალო გავლენა მოახდინა მსესხებლის ვალდებულების შესრულებაზე.

 

  1. ინფორმაცია მსესხებლის შესახებ (მსესხებლის პერსონალური მონაცემები)
    1. მსესხებელი აცხადებს, რომ მის მიერ გამსესხებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის და იქნება უტყუარი, ზუსტი, სრული და ამომწურავი. მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს გამსესხებელს მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების ან/და საკონტაქტო ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილების შესახებ. თუ მსესხებლისთვის ცნობილი გახდება, რომ მსესხებლის შესახებ გამსესხებელთან არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, უზუსტოა ან/და არასრულია, მსესხებელი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს გამსესხებელს ამის შესახებ. მსესხებელი აცნობიერებს, რომ მის მიერ გამსესხებლისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი ისევე, როგორც მსესხებლისთვის პასუხისმგებლობის (მათ შორის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის) დაკისრების საფუძველი.
    2. ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ისევე, როგორც ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ, გამსესხებელს უფლება ექნება შეუზღუდავად დაამუშავოს (მოიპოვოს, შეაგროვოს, შეინახოს, აღრიცხოს, დაარეგისტრიროს, გადასცეს, გაავრცელოს და ა.შ.) მსესხებელთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის მსესხებლის პერსონალური მონაცემები) მსესხებლის იდენტიფიცირების, საკრედიტო მდგომარეობის შესწავლის/შეფასების, სესხის განაცხადის დამუშავების, სესხის გაცემის საკითხის განხილვის/გადაწყვეტის, სესხის შეთავაზების, კომუნიკაციის განხორციელების, მომსახურების შეთავაზების/გაწევის, მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის, ხელშეკრულების პირობების შესრულების, გამსესხებლის კანონიერი ინტერესების დაცვის, მონაცემთა ბაზების სრულყოფის/სინქრონიზაციის და სხვა ნებისმიერი მიზნით, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, იმის მიუხედავად, ექნება თუ არა მსესხებელს დავალიანება გამსესხებლის მიმართ.
    3. ამ ხელშეკრულებით მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო და შეუზღუდავ უფლებას, მსესხებლის შესახებ ნებისმიერი (როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური) ინფორმაცია (მათ შორის მსესხებლის პერსონალური მონაცემები და ინფორმაცია მსესხებლის ვალდებულებების შესახებ) ან/დამსესხებელთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის გენერალური ხელშეკრულება, სესხის ხელშეკრულება და სხვა საბუთები) მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს:
      1. სს „კრედიტინფო საქართველოს“ და სხვა საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროებს, რის შემდეგაც მსესხებელი აღირიცხება შესაბამისი ბიუროს მონაცემთა ბაზაში, ამასთან გამსესხებელი უფლებამოსილია გაეცნოს საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროების ბაზებში აღრიცხული ნფორმაციას მსესხებლის შესახებ (მათ შორის მსესხებლის საკრედიტო ისტორიას);
      2. ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ/დაქვემდებარებულ უწყებებს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შსს მომსახურების სააგენტოს და სხვა მსგავს დაწესებულებებს);
      3. შპს „პრობლემური აქტვების ბიუროს“, შპს „ფინანსურ ბიუროს“, შპს „მოთხოვნათა მართვის და სამართლებრივი უზრუნველყოფის ბიუროს“ ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი პროფილის/საქმიანობის კომპანიას/ორგანიზაციას;
      4. სს „იმანი ჯორჯიას“, შპს „უნიფეის“ ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი პროფილის/საქმიანობის კომპანიას/ორგანიზაციას;
      5. სხვა საფინანსო ინსტიტუტებს (მათ შორის, კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს);
      6. სასამართლოს, არბიტრაჟს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ან/და ნებისმიერ პირს, რომელიც ჩაერთვება მსესხებლის დავალიანების დაფარვის (მსესხებლისგან ვალის ამოღების) პროცესში;
      7. მსესხებლის სხვა კრედიტორებს, მათი უფლებების დასაცავად;
      8. გამსესხებლის შვილობილ და სხვა მონათესავე საწარმოებს;
      9. გამსესხებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირებს (კონტრაჰენტებს);
      10. მსესხებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო/ალტერნატიულ პირს.
    4. ამ ხელშეკრულების 3 პუნქტის საფუძველზე/შესაბამისად გადასაცემი ინფორმაცია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, სესხის/ვალდებულების მოცულობას, სესხის მიზნობრიობას, საკომისიოს (პროცენტის), პირგასამტეხლოს, ჯარიმისან/და სხვა გადასახდელის ოდენობას, მსესხებლის მიერ სესხთან/ვალდებულებებთან დაკავშირებით განხორციელებულ გადახდებს, დავალიანების ოდენობას, მონაცემებს სასამართლო/საარბიტრაჟო განხილვის და სააღსრულებო წარმოების/გამარტივებული წარმოების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.
    5. მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე შეუზღუდავად (ნებისმიერი მოცულობითა და რაოდენობით):
      1. მოითხოვოს და მიიღოს მსესხებლის შესახებ ნებისმიერ პირთან (მათ შორის ამ ხელშეკრულების 3 პუნქტში ჩამოთვლილ პირებთან) ან/და ადმინისტრაციულ ორგანოში (მათ შორის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შსს მომსახურების სააგენტოს ან/და მსგავსი უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოს/პირის მონაცემთა ბაზაში) არსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები, ჩანაწერები ან/და საბუთები);
      2. ნებისმიერი საშუალებით გაავრცელოს ინფორმაცია მსესხებლის მიერ გამსესხებელთან გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტის ნებისმიერი პირობის დარღვევის შესახებ.
    6. გამსესხებელი მსესხებელს ათავისუფლებს ამ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული/გაცემული ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის ვალდებულებისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უარს აცხადებს ზემოხსენებულ პუნქტში აღწერილი ინფორმაციის გამსესხებლის მიერ გამჟღავნებით, გავრცელებით ან/და მესამე პირისთვის გადაცემით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
    7. მსესხებელი თანახმაა, ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ ნებისმიერ დროს ნებისმიერი მარკეტინგული ან/და სხვა მიზნით (მათ შორის, სარეკლამო კამპანიის ან/და პრომო აქციის ფარგლებში) გამსესხებლისგან ან/და გამსესხებლის მიერ უფლებამოსილი პირ(ებ)ისგან მიიღოს წერილი, მოკლე ტექსტური ან/და სხვა სახის შეტყობინება ან/და სატელეფონო ზარი მსესხებლის მიერ გამსესხებლისთვის მიწოდებულ მისამართ(ებ)ზე ან/და ტელეფონის ნომერზე. მსესხებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს გამსესხებელს მისი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა.
    8. ამ ხელშეკრულების დადებით მსესხებელი აცხადებს თანხმობას, რომ აპლიკანტს/მსესხებელსა და გამსესხებლის წარმომადგენელს/დასაქმებულს შორის განხორციელებული ნებისმიერი სატელეფონო საუბარი დაფიქსირდეს (ჩაიწეროს) გამსესხებლის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და დავის შემთხვევაში ასეთ ჩანაწერს ჰქონდეს მტკიცებულებითი ძალა (გამოყენებული იქნეს მტკიცებულებად). სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მიიჩნევა გამსესხებლის საკუთრებად და გამსესხებელს უფლება აქვს გამოიყენოს ის ნებისმიერი მიზნით, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

 

 

  1. შეტყობინება
    1. შეტყობინება (მათ შორის სასამართლო/საარბიტრაჟო უწყება და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი) მსესხებელს შესაძლოა გაეგზავნოს:
      1. მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე;
      2. ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
      3. მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) ან ხმოვანი შეტყობინების სახით.
    2. შეტყობინების მსესხებლისთვის გაგზავნა შესაძლებელია ყოველდღე ნებისმიერ დროს.
    3. წერილობითი შეტყობინება მსესხებლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც შესაბამის მისამართზე არ იმყოფება არც ერთი პირი ან პირი უარს ანაცხადებს შეტყობინების ჩაბარებაზე. წერილობითი შეტყობინების ჩაბარების მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად ითვლება ნებისმიერი პირი მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ის უშუალოდ მსესხებელს ან მისი ოჯახის წევრს. მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის შეტყობინების გადაცემა ჩაითვლება მსესხებლისთვის შეტყობინების ჩაბარებად.
    4. მსესხებელი ვალდებულია უზრუნველყოს ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით მის მიერ შეტყობინების მიღება. სატელეფონო და ელექტრონული შეტყობინება მსესხებლის მიერ მიღებულად ჩაითვლება გამსესხებლის მიერ მისი გაგზავნის მომენტიდან. სატელეფონო ან/და ელექტრონული შეტყობინების მიღება შესაძლებელია დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით/ამონაბეჭდით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით.
    5. კომუნიკაციის საშუალებების არჩევის უფლება აქვს გამსესხებელს. მას შეუძლია ერთდროულად გამოიყენოს რამდენიმე საშუალება, ამასთან ერთ-ერთი საშუალებით შეტყობინების გაგზავნა საკმარისია შესაბამისი შედეგების დასადგომად და მსესხებელს უფლება არ აქვს მიუთითოს იმაზე, რომ გამსესხებელმა არ გამოიყენა სხვა საშუალებები.
    6. მსესხებელი ადასტურებს, რომ თანახმაა დადოს ხელშეკრულებები, მიიღოს ანგარიშსწორება და მიმოწერა ელექტრონულად, დოკუმენტაციაზე პირდაპირი მექანიკური გზით ხელმოწერის გარეშე.
    7. მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს გამსესხებელს საკონტაქტო მონაცემების/ინფორმაციის ცვლილების შესახებ. მსესხებლის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამსესხებლისთვის ცნობილ საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მსესხებლისთვის ჩაბარებულად.
    8. მსესხებელი ვალდებულია აუნაზღაუროს გამსესხებელს შეტყობინების გაგზავნასთან ან/და მისი მიღების დადასტურებასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

  1. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა გამსესხებლის მიერ
    1. გამსესხებელს უფლება ექნება შეწყვიტოს მსესხებელთან არსებული სასესხო ურთიერთობა ან/და სესხის ხელშეკრულების მოქმედება ან/და გენერალური ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს მსესხებელს სესხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საკომისიოსთან (პროცენტთან), პირგასამტეხლოსთან, ჯარიმასთან ან/და სხვა გადასახდელებთან ერთად იმ შემთხვევაში თუ დადგება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი გარემოება:
      1. მსესხებელი დაარღვევს ამ ხელშეკრულებით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერ სესხის ხელშეკრულებით ან გამსესხებელთან გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტით ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას;
      2. მსესხებელი დაარღვევს ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სესხის ხელშეკრულებისთვის თანდართული გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულებას;
      3. მსესხებელი იკისრებს ნებისმიერ ვალდებულებას გამსესხებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
      4. გაუარესდება მსესხებლის ქონებრივი ან/და ფინანსური მდგომარეობა ან შეიქმნება ასეთი გარემოების დადგომის საფრთხე;
      5. გამსესხებელისათვის ცნობილი გახდება, რომ მსესხებლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის შედეგად მსესხებელს შესაძლებელია დაეკისროს ვალდებულება, რომლის მოცულობაც აღემატება მსესხებლის მიერ გამსესხებლისგან მიღებული სესხის თანხას;
      6. მსესხებლის მიმართ დაიწყება სააღსრულებო წარმოება;
      7. მსესხებელი მოხვდება მოვალეთა რეესტრში;
      8. მსესხებლის რომელიმე საბანკო ანგარიშს ან მსესხებლის კუთვნილ ქონებას (ნებისმიერ ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს) დაედება ყადაღა ან მსესხებლის ან/და მისი ქონების მიმართ გამოყენებული იქნება სარჩელის, გადაწყვეტილების აღსრულების ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება;
      9. რაიმე უფლებით, ვალდებულებით ან/და შეზღუდვით (მათ შორის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებით, ყადაღით და სხვა) დაიტვირთება მსესხებლის კუთვნილი ნებისმიერი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;
      10. მსესხებლის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ან/და გამსესხებლისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია აღმოჩნდება მნიშვნელოვნად არასწორი ან მცდარი (სინამდვილესთან შეუსაბამო);
      11. მსესხებელი ჩაიდენს გამსესხებლის მოტყუებისკენ მიმართულ ნებისმიერ ქმედებას;
      12. მსესხებელს შეეფარდება პატიმრობა ან/და თავისუფლების აღკვეთა;
      13. დადგება ნებისმიერი ისეთი გარემოება, რომლის არსებობამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულება ან/და მსესხებლის მიერ თანხის დროულად გადახდა.
    2. მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს გამსესხებელს ამ ხელშეკრულების 1 პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების დადგომის შესახებ.
    3. ამ ხელშეკრულების 1 პუნქტში აღწერილ შემთხვევაში (მიუხედავად მსესხებლის ბრალისა ამ ხელშეკრულების 9.1 პუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების დადგომაში) მსესხებელი ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ (ან გამსესხებლის მიერ მითითებულ ვადაში) საკუთარი დავალიანება ანუ გადაიხადოს გამსესხებელთან გაფორმებული დოკუმენტებით (მათ შორის, სესხის ხელშეკრულებ(ებ)ით) გათვალისწინებული ყველა თანხა (მათ შორის სესხისთანხა, საკომისიო (პროცენტი), პირგასამტეხლო და სხვა გადასახდელები) ან/და შეასრულოს გამსესხებლის წინაშე ნაკისრი ყველა ფინანსური ვალდებულება.

 

  1. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა მსესხებლის მიერ
    1. მსესხებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მსესხებელი მთლიანად და ჯეროვნად შეასრულებს გამსესხებლის წინაშე არსებულ ყველა ფულად ვალდებულებას, გამსესხებლის მისამართზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.
    2. მსესხებლის ფულადი ვალდებულების მთლიანად შესრულება ავტომატურად არ გამოიწვევს ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას. ამ შემთხვევაში მხარეები ინარჩუნებენ ამ ხელშეკრულებით მათთვის მინიჭებულ უფლებებს (მათ შორის სესხის გაზრდილი ლიმიტით ან/და ფასდაკლებით გაცემის შეთავაზების უფლებას, მსესხებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებას და ა.შ.).
    3. მსესხებელი ვალდებულია შეტყობინებაში გენერალური ხელშეკრულების მოქმდების შეწყვეტის შესახებ მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
      1. გამსესხებლის საფირმო სახელწოდება და იურიდიული მისამართი;
      2. მსესხებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
      3. ინფორმაცია ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ;
      4. შეტყობინების შედგენის დრო და ადგილი;
      5. მსესხებლის ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) და ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში).
    4. ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ მსესხებლის მიერ ახალი სესხის განაცხადის შევსების შემთხევაში მსესხებელზე არ გავრცელდება აქციის ფარგლებში განმეორებითი სესხის აღებით გათვალისწინებული შეღავათები/ფასდაკლება.

 

  1. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავებისგადაწყვეტა
    1. ამ ხელშეკრულებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება.
    2. ამ ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულია თბილისი.
    3. მხარეთა შორის წამოჭრილი დავა ან/და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამსესხებლის ან მსესხებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად.
    4. გამსესხებელს უფლება აქვს მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში/მასთან დაკავშირებით გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის სესხის ხელშეკრულების) საფუძველზე ან/და ასეთ დოკუმენტ(ებ)თან დაკავშირებით წარმოშობილი ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ან/და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, რაც ნიშნავს იმას, რომ გამსესხებელს უფლება აქვს ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში/მასთან დაკავშირებით გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის სესხის ხელშეკრულების) საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების გზით.
    5. მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში გამსესხებელს უფლება ექნება,მსესხებლის მომსახურე კომერციულ ბანკს მოსთხოვოს მსესხებლის ნებისმიერი ანგარიშიდან შესაბამისი თანხის უაქცეპტო წესით ჩამოწერა და გადარიცხვა გამსესხებლის მიერ მითითებულ ნებისმიერ ანგარიშზე მსესხებლის დავალიანების დაფარვის მიზნით. ამ შემთხვევაში მსესხებლის მომსახურე კომერციული ბანკი ვალდებული იქნება, შეასრულოს გამსესხებლის მოთხოვნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულების ეს პუნქტი და გამსესხებლის მოთხოვნა თანხის გადარიცხვის შესახებ განიხილება მსესხებლის მიერ მისი მომსახურე ბანკისთვის მიცემულ საგადახდო დავალებად, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს მსესხებლის მომსახურე ბანკის მიერ მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე.
    6. მხარეები თანხმდებიან, რომ გამსესხებლის ვებ-გვერდზე განთავსებულ და გამსესხებლის მონაცემთა ბაზებში/კომპიუტერულ პროგრამებში დაცულ ინფორმაციას, ამ ინფორმაციის გამსესხებლის მიერ დამზადებულ ელექტრონულ ასლებსა და ამონაბეჭდებს აქვთ მტკიცებულების ძალა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებთან დაკავშირებული ფაქტების არსებობა-არარსებობის დადასტურების მიზნებისთვის.
    7. მსესხებელს ეკისრება მისი ვალდებულებების შესრულებასთან ან/და დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებული ყველა და ნებისმიერი ხარჯის (მათ შორის დავალიანების ამოღების ხარჯების) ანაზღაურების ვალდებულება.
    8. გამსესხებელს უფლება აქვს მსესხებელთან ან/და სესხთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და საბუთი გადასცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ჩაერთვება მსესხებლის ვალდებულებების შესრულების ან/და დავალიანების დაფარვის პროცესში.
    9. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული წარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს ან/და მისი წარმომადგენლის/მოხელის შეცდომაში შეყვანის (მათ შორის და არა მხოლოდ, გამსესხებლის მიმართ არსებული დავალიანების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდების ან/და დავალიანების არსებობის უარყოფის) შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული იქნება გადაუხადოს გამსესხებელს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით და აუნაზღაუროს მსესხებელს გამარტივებულ წარმოებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.

 

  1. სხვა პირობები
    1. ეს ხელშეკრულება ძალაში შევა მსესხებლის მიერ გამსესხებლის ვებ-გვერდის მეშვეობით ან/და გამსესხებლის წარმომადგენელთან/დასაქმებულთან კომუნიკაციისას მისი დადების ნების გამოვლების მომენტიდან და იმოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
    2. ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას არ გამოიწვევს მსესხებლის მიერ გამსესხებლისგან მიღებული რომელიმე, რამდენიმე ან/და ყველა სესხის დაფარვა.
    3. მსესხებელს არ აქვს ამ ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება ამ ხელშეკრულებით და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ყველა დოკუმენტით (მათ შორის სესხის ხელშეკრულებებით) ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე.
    4. გამსესხებელს უფლება აქვს ცვლილებები (დამატებები) შეიტანოს ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის სესხის ხელშეკრულებების) ტექსტში, ცვლილების (დამატებების) განხორციელებამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე გამსესხებლის ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების ან მსესხებლისთვის შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით. ამ პუნქტში აღწერილ შემთხვევაში მსესხებელს უფლება ექნება გამსესხებლის ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან ან გამსესხებლის შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეასრულოს გამსესხებლის მიმართ არსებული ვალდებულებები (მათ შორის სრულად დააბრუნოს გამსესხებლისგან მიღებული სესხები მათთვის დარიცხულ საკომისიოებთან, პირგასამტეხლოებთან და სხვა გადასახდელებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) და შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ ისარგებლებს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის უფლებით, გამსესხებლის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
    5. ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. წერილობითი შეტყობინება მხარეს უნდა გადაეცეს შეტყობინების გამგზავნისთვის ცნობილ ბოლო მისამართზე. გამსესხებელს შეუძლია შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც (მათ შორის ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო და სხვა).
    6. გამსესხებელიუფლებამოსილია, ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი უფლებები ან/და მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ, მსესხებლის შემდგომი თანხმობის გარეშე:
      1. წაუყენოს მსესხებლის უფლებამონაცვლეს, მემკვიდრეს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა პირს,
      2. გადასცეს/დაუთმოს გამსესხებლის მიერ შერჩეულ ნებისმიერ პირს.
    7. მსესხებელს უფლება არ აქვს ამ ხელშეკრულების ან მის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის სესხის ხელშეკრულების) საფუძველზე წარმოშობილი უფლებები, მოთხოვნები ან/და ვალდებულებები/ვალები გადასცეს/დაუთმოს/გადააკისროს სხვა პირს, გამსესხებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
    8. ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ყველა უფლება და ვალდებულება ვრცელდება მხარეთა უფლებამონაცვლეებზე.
    9. ამ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესი ძალა მხარეთა შორის ამ ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებით ადრე გაფორმებულ სხვა რომელიმე ხელშეკრულებასთან წინააღმდეგობის შემთხვევაში.
    10. ამ ხელშეკრულების რომელიმე ნაწილის ბათილობა და/ან მოქმედების შეწყვეტა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას ან მოქმედების შეწყვეტას.
    11. ეს ხელშეკრულებაშედგება გამსესხებლის კომპიუტერული პროგრამის (პროგრამული უზრუნველყოფის) მეშვეობით მას შემდეგ, რაც მსესხებელი მონიშნავს შესაბამის ველს გამსესხებლის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს და მისი ელექტრონული ასლი მისი დადების დადასტურების შესახებ შეტყობინებასთან ერთად მსესხებელს გაეგზავნება მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, ასევე შეინახება გამსესხებლის მონაცემთა ბაზაში, საიდანაც შესაძლებელი იქნება მისი ამობეჭდვა და ხელმოწერა საჭიროების შემთხვევაში.

მოკლევადიანი სესხი

თბილისი 

თარიღი

ერთი მხივ, შპს „ქრიფ ფინანს ჯეორჯია“, რომელიც ოპერირებს მისი ბრენდით „კრედიტონი“ (შემდგომში „გამსესხებელი“) და მეორე მხრივ, __________ (შემდგომში „მსესხებელი“), მხარეთა შორის დადებული გენერალური ხელშეკრულების (შემდგომში „გენერალური ხელშეკრულების“) საფუძველზე ვდებთ ამ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:

  1. ხელშეკრულების საგანი
    1. ამ ხელშეკრულების საგანია გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის სასყიდლიანი სესხის მიცემა და მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
    2. სესხის პირობები განისაზღვრება გენერალური ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულებით.

 

  1. სესხის პირობები

2.1

გენერალური ხელშეკრულება:

____________ დადებული გენერალური ხელშეკრულება

2.2

სესხის ტიპი:

ონლაინ სესხი

2.3

სესხის თანხა:

____________ ლარი

2.4

საკომისიო:

____________ ლარი

2.5

გადასახდელი თანხა:

____________ ლარი

2.6

გადახდების რაოდენობა:

1 (ერთი)

2.7

სესხის ვადა:

_____________ დღე

2.8

სესხის დაფარვის თარიღი:

_____________

2.9

პირგასამტეხლო:

გადასახდელი თანხის 2% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. პირგასამტეხლოს დარიცხვა შეჩერდება მაშინ, როდესაც მისი ოდენობა მიაღწევს სესხის ძირითადი თანხისა და საკომისიოს ჯამის 300%-ს.

2.10

ჯარიმა ვადაგადაცილების 31-ე დღეს:

144 ლარი, თუ სესხის თანხა ტოლია ან ნაკლებია 200 ლარზე
188 ლარი, თუ სესხის თანხა ტოლია ან ნაკლებია 400 ლარზე
232 ლარი, თუ სესხის თანხა ტოლია ან ნაკლებია 600 ლარზე
276 ლარი, თუ სესხის თანხა ტოლია ან ნაკლებია 800 ლარზე
320 ლარი, თუ სესხის თანხა ტოლია ან ნაკლებია 1000 ლარზე
364 ლარი, თუ სესხის თანხა ტოლია ან ნაკლებია 1500 ლარზე

2.11

გადაუხდელი საკომისიო:

__________ ლარი

ინფორმაცია მხარეთა შესახებ


„გამსესხებელი“

„მსესხებელი“

შპს „ქრიმ ფინანს ჯეორჯია“

______________

საიდენტიფიკაციო ნომერი:412695891

საიდენტიფიკაციო ნომერი:

მისამართი: თბილისი, დოლიძის ქ. #5ა

მისამართი:

ელ. ფოსტა:info@crediton.ge

ელ. ფოსტა:

ტელეფონი:+995322920505

ტელეფონი:

 

IP Address:

დაინტერესდით ჩვენი სესხით?
დააჭირეთ ღილაკს და მიიღეთ სესხი სწრაფად და მარტივად.

მიიღეთ სესხი
CreditOn.ge © 2017